Rathad-iarainn

Article on other languages:

del.icio.us del.icio.us
Digg Digg
Furl Furl
Reddit Reddit
Rojo Rojo
Add to OnlyWire

დიაოხის (დაიაენის, ტაოს) სამეფო არსებობდა ძვ. წ. XII-VIII საუკუნეებში, მისი ტერიტორია მოიცავდა ჭოროხის აუზსა და შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებს. დიაოხის სამეფო წარმოადგენდა ქართველ ტომთა დიდ გაერთიანებას, რომელსაც ასურულ წარწერებში დიაენი, ხოლო ურარტულ წყაროებში დიაოხი ეწოდებოდა. უფრო გვიან ძველი ბერძნები ამ ადგილების მაცხოვრებლებს ტაოხებს ეძახდნენ. ეს სახელი შემორჩა ერთ-ერთ აქაურ ძველ ქართულ პროვინციას - ტაოს. დიაოხის დედაქალაქად იხსენიება ზუა. დიაოხის მეფეებიდან ცნობილია:

სიენი და ასია ებრძოდნენ ასურეთის მეფეებს: ტიგლათფილესერ I-სა და სალმანასარ III-ს, ხოლო უტუფურსი ურარტუს მეფეებს მენუასა და არგიშთი I-ს. ძვ. წ. 755 წლისათვის ურარტუს მიერ დასუსტებული დიაოხი დაიპყრო კოლხას სამეფომ. ძვ. წ. VII საუკუნის I ნახევრიდან VI საუკუნის 90-იან წლებამდე არსებობდა დიაოხის ტრადიციათა მემკვიდრე სპერის სამეფო.

This article is from Wikipedia. All text is available under the terms of the GNU Free Documentation License.